суббота, 26 сентября 2015 г.

მოსწავლის ნამუშევარი

მერვე დღე

   დღეს დავასრულე ჩემი პროექტის გეგმა.  გავაკეთეთ მოსწავლის მხარდასაჭერი შაბლონი,ასევე განვიხილეთ როგორ გავანაწილოთ დავალებები მოსწავლეთა შესაძლებლობების მიხედვით, რათა მიცემული დავლებები იყოს მათთვის საინტერესო და აძლევდეს საკუთარი შესაძლებლობების სრულად რეალიზების საშუალებას.

суббота, 19 сентября 2015 г.

  მეშვიდე დღე- დღეს გავიმეორეთ განვლილი მასალა, ვიმუშავეთ გეგმაზე,გავაკეთეთ მოსწავლის ნამუშევრის შეფასების კრიტერიუმები, დღევანდელი დავალება გაცილებით გამიადვილდა, ვიდრე წინა დავალებები,იყო ძალიან საინტერერესო,აღნიშნული კრიტერიუმი გამიადვილებს მოსწავლის ნაშრომის შეფასებას.

суббота, 12 сентября 2015 г.

მეექვსე დღე

   დღეს შევქმენით მოსწავლის ნაშრომი საკმაოდ რთული და შრომატევადი აღმოჩნდა დგევანდელი სამუშაო, ამავე დროს საინტერესო, მსგავსი ნაშრომის შექმნა დამეხმარება გავიგო თუ რა სირთულეებთან არის დაკავშირებული, ასევე დამეხმაარება მოსწავლეებს მივცე სწორი მიმართულება. ყველაზე მეტად გამიჭირდა ნაშრომის გამარტივება. 

воскресенье, 6 сентября 2015 г.

რეფლექსია

ძალიან საინტერესო ტრენინგი იყო ,განსაკუთრებიტ მომეწონა კითხვების დაყოფა კატეგორიებად,ზოგადი კითხვების მოფიქრება ცოტა გამიჭირდა კიდეც,ვფიქრობ ეს ტრენინგი ძალიან დამეხმარება შემდეგში პროექტის დაგეგმვისას.